პროექტის სახელი: „პრეზენტაცია სხვადასხვა თემებზე“
მე-6 კლასის მოსწავლეება საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ის საშუალებით შექმნან პრეზენტაცია წინასწარ მიცემულ თემებზე. კლასებში მოახდინონ მათი შეფასება და კლასიდან აირჩიონ 1 თემა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საფინალო კონკურსში, ამის შემდეგ ყველა პარალელური კლასიდან საფინალო კონკურსში გადასულ თემებს შეაფასებს მოსწავლეებისაგან და სხვადასხვა საგნის პედაგოგებისაგან შექმნილი კომისია და იგი გამოავლენს საბოლოო გამარჯვებულს.

პრეზენტაციის პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლემ შეძლოს ნამუშევრის ეფექტური წარდგენა კონკრეტული ჯგუფის წინაშე, რაც მოითხოვს, მის მიერ საპრეზენტაციო რესურსების სწორად განსაზღვრას და Power Point-ის თემის შესაბამისად აწყობასა და გამოყენებას.
.jpg)
მონაწილეთა ასაკი: მე-6 კლასის შესაბამისი ასაკი.
პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: შესასრულებლად მოსწავლეებს ექნებათ ზამთრის არდადეგები და არდადეგების წინა და შემდგომი 1 კვირა.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ინდივიდუალურად მოიძიებენ ტექსტურ და ვიზუალურ ინფორმაციას საპრეზენტაციო თემის შესახებ, ელექტრონული ფოსტის ან USB Flash მოწყობილობის საშუალებით მოახდენენ მათ აკუმულირებას 1 ადგილას, დაახარისხებენ და დაამუშავებენ მოძიებულ მასალას და ანალიზის ჩატარების შემდეგ მოახდენენ პროექტისთვის საჭირო ინფორმაციის გამოცალკევებას სხვა მასალისაგან. აღნიშნულ მასალებს ისინი წაიღებენ სახლში არდადეგების დროს და სათითაოდ შექმნიან PowerPoint-is პრეზენტაციას. არის იმის შესაძლებლობაც, რომ მათ ერთმანეთს მზა პროექტები გადაუგზავნონ ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. პროექტის მომზადების პროცესში მოსწავლეები დეტალურად გაერკვევიან საკომუნიკაციო პროგრამების და საპრეზენტაციო სისტემა PowerPoint-ის შესაძლებლობებში.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: პერსონალური კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ელექტრონული ფოსტა.


საგანთა შორის კავშირების დამყარებას (მაგ: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ქართული ენა და ლიტერატურა, მუსიკა).
სხვადასხვა დისციპლინებში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.
პედაგოგებს კი შეეძლებათ დააკავშირონ არჩეული ღონისძიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს. ესგ-ს ელექტრონული ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.mes.gov.ge
პროექტის ხელმძღვანელი: ისტ-ის პედაგოგი დავით ქარსელაძე.